ლიხაურში სამი ბიბლიოთეკა იყო . კვაჭალათის სასოფლი ბიბლიოთეკა იმყოფებოდა სოფლის ცენტრიდან 3 კილომეტრის დაშორებით. მიკრორაინოის კომლთა რაოდენობა 260 იყო. მოსახლეობის სულადობა -864. კითხვის უნარის მქონე კი 720. კვაჭალათის სასოფლო ბიბლიოთეკა გაიხსნა 1937 წელს.
თავდაპირველად ბიბლიოთეკა წარმოადგენდა ქოხ-სამკითხველლოს. მდებარეობდა დაბალ-ერთსართულიან შენობაში. ამ შენობაში ბიბლიოთეკა მდებარეობდა 1979 წლამდე. ბიბლიოთეკის გამგე 1982 წლამდე იყო ნაზი სურგულაძე, საშუალო განათლებით. 1982 წლის სექტემბრიდან ბიბლიოთეკის გამგე გამოიცვალა პენსიაში გასვლის გამო. ნაზი სურგულაძის შემდეგ კვაჭალათის სასოფლო ბიბლიოთეკის გამგე მარინე დობორჯგინიძე იყო.  . ბიბლიოთეკაში 5 ოთახი იყო. 1985 წლის 1 იანვრისთვის ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდი შეადგენდა 5988 ეგზემპლარ ლიტერატურას.  ამასთანავე ერთად ლიხაურში ბიბლიოთეკა კიდევ  ოქროს მუხუროსა და ცენტრში იმყოფებოდა. ოქროს მუხუროს გამგე ელენე გორდელაძე იყო , ხოლო ცენტრში  ვასასი გორდელაძე ,რომელიც დამსახურებული ბიბლიოთეკარი და ძალიან კარგი ადამიანი  იყო. ამჟამად ბიბლიოთეკა სოფლის ცენტრშია, მისი გამგე იამზე ჭელიძეა ხოლო ბიბლიოთეკარი ინგა კალანდარიშვილი. ბიბლიოთეკის მკითხველთა რაოდენობა 800-ია.

ლიხაურის ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებული პროექტები; “ჯანმრთელი თაობა თამბაქოს გარეშე” , “სუფთა ლიხაურში ცხოვრება მინდა”.

This slideshow requires JavaScript.