• ეკოლოგიური პრობლემა

ლიხაური ისტორიული სოფელია და როგორც ყველას,მასაც აქვს ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ ყოველთვის გვაწუხებდა სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობა.თითოეულ ადამიანს გვაკისრია ვალდებულება,რომ მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ საცხოვრებელი გარემო,სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.თითქოს ამის გაკთება ასეთი ძნელი იყოს… გვინდა ყველას მოვუწოდოთ: გავუფრთხილდეთ ბუნებას !..

გთავაზობთ ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეოს.

 

  • ქუჩის განათება

ლიხაური ისტორიული და ლამაზი სოფელია და არ აკლდება მნახველები,ამიტომ საჭიროა სოფელში ცენტრალური განათების გარდა იყოს მეორე ხარისხოვან ქუჩებზეც განათება…

  • ტრანსპორტი
სოფელში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და უმეტესობაც დასაქმებულია.საჭიროა მოწესრიგდეს ტრანსპორტის მოძრაობა და გავიდეს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ,რათა მოსახლეობამ უკეთესად და კომფორტულად შეძლოს მოძრაობა
  • შიდა გზები
ლიხაურში დაახლოებით 3-4 წლის წინ გააკეთეს ცენტრალური გზა,მაგრამ შიდა გზებიც ცუდ მდგომარეობაშია
  • პარკი
სკოლის წინ დაახლოებით 2-3 წლის წინ დაიწყო პარკის მშენებლობა,მაგრამ დღესდღეობით დაუსრულებელი სახითაა და კარგი იქნება მშენებლობის გაგრძელება
  • ლიხაურის ციხე
ლიხაურის ციხე,რომელიც თამარის ციხის სახელითაა ცნობილი,საჭიროებს რესტავრაციას.ციხის მნახველების რაოდენობა მცირეა მისი ვიზუალური მდგომარეობის გამო და საფრთხეს წარმოადგენს შიდა ტერიტორიაზე შესვლა,რადგან ციხე იწყებს შლას. 6-7 წლის წინ ჩამოსული იყო უცხოელები,რომელთა ორგანიზებით მოხდა ციხის დასუფთავება